x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
6 წლის გოგონას მდინარეში ეძებენ
imageმეორე დღეა მცირეწლოვან დაკარგულ გოგონას ეძებენ ვანის მუნიციპალიტეტში.


მამამ 6 წლის გოგონა 7 წლის ძმასთან ერთად მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გაუშვა, თუმცა სახლში მხოლოდ ბიჭი დაბრუნდა.


ბიჭი ვერ იხსენებს რა მოხდა.


როგორც ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი გია ოჩხიკიძე ამბობს, სავარაუდოდ ბავშვი მდინარეში გადავარდა და ამდრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.



"ამ წუთებში ადგილზე ვიმყოფები. იმერეთის საგანგებო და სამძებრო სამსახური მობილიზებულია. გადაკეტილი გვაქვს მდინარის თავი, თუმცა ერთადერთი გოგონას ქუდი ვიპოვეთ. გოგონას ძმა ხან ამბობს, რომ ის მდინარეში გადახტა, ხან კი ამბობს, რომ არ იცის სად ჩამორჩა მისი და, "-განაცხადა გია ოჩხიკიძემ.

0
526
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0