x
image
კატაპულტი
სახელმწიფოს დასუსტების ფარული მეთოდები

imageსახელმწიფოებზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდები არსებობს.გარდა ღია ბერკეტებისა, როგორიცაა სამხედრო ძალით მუქარა, ეკონომიკური პრობლემების შექმნა, საერთაშორისოდ მიღებული ნორმები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ქვეყნების ხელისუფლებათა დავალდებულება სხვადასხვა ქმედებიბით, არსებობს სხვა, ფარული მეთოდები, რომლებიც ერთი შეხედვით სულაც არ ჩანს ამა თუ იმ ქვეყნისათვის საზიანო, ან არ შეიცავს პოლიტიკურ მახასიათებლებს, ასე მაგალითად, ერთ-ერთ მეთოდად გამოიყენება კულტურის სფერო.ამ უკანასკნელში იგულისხმება ამა თუ იმ სახელმწიფოში რომელიმე ქვეყნის მიერ თავისი კულტურის შეტანა და პროპაგანდა.თანამედროვე ცხოვრებაში ამ კუთხით აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ სივრცე, სატელევიზიო გადაცემები, ფილმები და ა.შ. საზოგადოებაში გროვდება ამ ფორმით მიღებული ინფორმაცია და დროთა განმავლობაში უჩნდება გრძნობა, თავადაც გახდეს ამ კულტურის, წეს-ჩვეულებების მიმდევარი.ბოლო პერიოდის საქართველოს მაგალითზე, კარგად ჩანს თუ რამდენად ცნობადი გახდა მეზობელი თურქეთის კულტურა და ტრადიციები.ერთი შეხედვით, არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ თუ სიღრმისეულად მიუდგებით ამ საკითხს, მეტად სახიფათოა.ისედაც მრავლად არიან ჩვენს მეზობელ ქვეყანაში წასვლის მსურველები და მათიკულტურის ასე ფართოდ გაცნობით, არაა გამორიცხული, რომ იქ წასვლის მსურველების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. თანამედროვე ფილმებში და ინტერნეტ სივრცეში მრავლადაა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რითაც საზოგადოებაში ყალიბდება განცდა, რომ მსგავსი არატრადიციული ურთიერთობები სრულიად ნორმალურია.ეს კი თავის მხრივ, დამეთანხმებით, შეიძლება მძიმე დემოგრაფიული პრობლემების სათავე გახდეს.

არსებობს ისეთი მეთოდიც, როგორიცაა ნარკოტიკების გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებში.ნარკომომხმარებლები ნებისმიერი სახელმწიფოსათვის დიდი თავის ტკივილია, ამ პრობლემის დასაძლევად ზოგიერთ ქვეყანაში არა თუ ბრძოლები, არამედ სერიოზული ომები იმართება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

გარდა ამ მეთოდებისა, არსებობს კიდევ სხვა ბერკები, თუმცა ზემოთმოყვანილი მაგალითები ყველაზე აქტიურად გამოიყენება.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0