x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137352
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511323
Elie Saab-ვარსკვლავების საყვარელი დიზაინერის საგაზაფხულო კოლექცია 2014
აჩუქეთ ქალბატონებს ყვავილები-ასეთია ცნობილი ლიბანელი დიზაინერის Elie Saab-ს საგაზაფხულო მოწოდება. ვარსკვლავების საყვარელი დიზაინერის რომანტიკული საღამოს და კოქტეილის სამოსი წითელი ხალიჩების უდავო რჩეული ხდება.

image

პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე Elie Saab-მა წარმოადგინა გაზაფხული 2014 წლის კოლექცია სახელწოდებით «A Lace Garden»-მაქმანის ბაღი.

გაზაფხულზე დიზაინერი გვთავაზობს გარდერობი შევავსოთ


მოკლე აბრეშუმის კაბებით, გრძელი ბრჭყვიალა კაბებით, ასევე

ტანზე მომდგარი შარვლებით და მაქმანიანი ბლუზებით.image

image

ვარდის, იის და კამელიების ფურცლებით სააბმა უცხო თვალისგან დაფარა ქალბატონების სხეულის საინტერესო ნაწილები, რისთვისაც გამოიყენა შიფონის და ორგანზის ქსოვილი. სააბის კოლექციები ძირითადად ერთ ტონშია გადაწყვეტილი, თუმცა ახალ კოლექციაში ზოგიერთ სამოსზე ყაყაჩოებიანი მდელო იყო გაშლილი.

image

image

image

პოდიუმზე ჩვენება დაიწყო მარჯნისფერი კაბებით, რომლებით ქათქათა სამოსმა ჩაანაცვლა, რასაც მოყვა ზურმუხტისფერი და წითელი ფერი, ჩვენება კი შავი კაბების წარდგენით დასრულდა.

დიზაინერმა მთავარი აქცენტი გააკეთა წელზე, რომელიც წვრილი ქამრით გამოყო, ზოგიერთ მოდელზე კორსეტის მსგავსი კონსტრუქციაც შეიმჩნეოდა.

image
image
image
image
image

image
image
image




2
158
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
158
  
2014, 15 იანვარი, 20:04
ვგიჟდები მის კოლექციებზე
2014, 15 იანვარი, 17:54
ბევრიი კარგი რაღაც აქვს, კარგიია :)
0 1 2