x
image
worldsport.ge
ჰალილოჯიჩმა შესაძლოა ალჟირის ნაკრები დატოვოს

imageალჟირის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებმა არაა გამორიცხული მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, შესაძლოა, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი შეგირდებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არ გაემგზავროს.
61 წლის ბოსნიელ სპეციალისტს ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოჰამედ რაურაუსთან დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. რაურაუმ ჰალილჰოჯიჩს 31 იანვრამდე მისცა ვადა, რომ ალჟირის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ბოსნიელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერ ახალ კონტრაქტზე არ ფიქრობს.
ჰალილჰოჯიჩს მსგავსი ისტორია 4 წლის წინ შეემთხვა. მან კოტდივუარის ნაკრები მსოფლიო პირველობაზე გაიყვანა, მაგრამ მუნდიალის დაწყებამდე 4 თვით ადრე გაათავისუფლეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0