x
image
worldsport.ge
ლასინა ტრაორე “მონაკოში” გადავიდა

imageკოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლასინა ტრაორე მახაჩყალის “ანჟიდან” ფრანგულ “მონაკოში” გადავიდა. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება.
23 წლის ტრაორემ “მონაკოსთან” ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. კოტდივუარელი “ანჟიში” 2012 წელს კრასნოდარის “ყუბანიდან” გადავიდა და მახაჩყალურ კლუბში ჩატარებულ 46 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკომ” შესაძლოა ტრაორე “ვესტ ჰემში” გაანათხოვროს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0