x
image
worldsport.ge
რონალდუმ Globe Soccer-ის ჯილდო მიიღო

imageმადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer-ის ვერსიით 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შაბათს დუბაიში გაიმართა.
Globe Soccer-ის პრემია ევროპის კლუბთა ასოციაციის მიერაა დაწესებული 2010 წლიდან. ეს ჯილდო რონალდუმ 2011 წელსაც მოიპოვა. გასულ წელს კი საუკეთესოდ რადამელ ფალკაო აღიარეს.
“მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და ყოველთვის ახალ მიზნებს ვისახავ. კიდევ ერთხელ რომ მივიღე საუკეთესოსთვის განკუთვნილი ჯილდო, ამაში უდიდესი წვლილი თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მიუძღვის” – განაცხადა რონალდუმ.
როგორც იცით, პორტუგალიელი ფეხბურთელი 2013 წლის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტიცაა, რომლის გამარჯვებული 13 იანვარს გამოცხადდება. რონალდუს კონკურენტები კი ფრანკ რიბერი და ლეო მესი არიან.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0