x
image
ხეთაგური
HP ბაზარზე სმარტფონების შეტანას ფიქრობს !

imageHP გეგმავს ახალი სმარტფონების გამოშვებას .... ახალი რაპორტის მიხედვით, HP შევა სმარტფონების ბაზარზე 6 და 7 ინჩიანი ”ფაბლეტებით”, რომლებიც გამიზნულია განვითარებადი ქვეყნებისათვის. HP უკვე ერთი წელია ალაპარაკდა სმარტფონის ”თამაშში” ჩაბმაზე. HP-ის ცნობით, იგი აპირებს წარმოადგინოს რამოდენიმე 6 და 7 ინჩიანი ფაბლეტი, რომელთა ღირებულება 200-დან 250$-მდე იქნება.HP-მ სცადა წამატება მოეპოვებინა სმარტფონ-ბაზარზე 2010 წელს PALM-ის შეძენით, მაგრამ ვებ-სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებმა ვერ მოიპოვეს პოპულარობა მომხმარებელთა შორის. ეს ნამდვილად არ არის HP -ის გეგმის ირგვლივ განვითარებული პირველი სპეკულაცია დაბრუნდეს სმარტფონ-ბაზარზე. წლის დასაწყისში HP-მ თქვა, რომ ეძებს გზებს სმარტფონისა და ტაბლეტის ბაზარზე დაბრუნებისკენ, მაგრამ არ წარმოადგინა პოტენციური მოწყობილობების გამოსვლის ვადები. კომპანიის დირექტორმაც კი მეგ უიტმანმა 2012 წლის სექტემბერში Fox Business Network-ს განუცხადა,
რომ HP მუშაობს ბაზარზე ახალი სმარტფონების შეტანაზე, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მოხერხებულებს, "HP ამისათვის ყველაფერს გააკეთებს" თქვა მისმა მმართველმა
image

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0