x
image
K.P.
თიკა ფაცაციას მესამე შვილი შეეძინა

imageთიკა ფაცაცია ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი გახლავთ, ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და ახალ-ახალი ამბებითაც გვანებივრებს. მისი ორსულობის შესახებ საზოგადოებამ ოქტომბერში შეიტყო, როდესაც "სხვა შუადღის თანაწამყვანი" შვებულებიდან დაბრუნდა. ფეხმძიმობის მიუხედავად თიკა აქტიურ ცხოვრებას განაგრძობდა, ერთ-ერთი პოპულარული პროექტის "ნიჭიერის" თანაწამყვანიც გახლავთ და მონაწილეებთან ერთად, ორსულობის მიუხედავად, სცენაზე ცეკვასაც არ ერიდებოდა, რის გამო ერთხელ ცუდათაც გახდა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თიკა დედა გახდა. imageსოციალური ქსელებში მილოცვები არ წყდება. თიკას მეგობრების მილოცვებით ირკვევა, რომ დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს, ახალშობილი კი ბიჭია. (ექიმები არ შემცდარან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თიკა ბიჭს ელოდებოდა.) დიახ, ტელეწამყვანი უკვე მასამე ვაჟის დედაა.ბავშვის სქესი როგორც ყოველთვის გადამწყვეტი არ იყო, მთავარი პატარას ჯანმრთელობაა. თიკა საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, ცდილობს შვილებს ემეგობროს და ამავე დროს სიმკაცრეც შეინარჩუნოს. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს. გასულ ზაფხულს ვაჟებთან, 13 წლის ანდრიასთან და 3 წლის იოანესთან ერთად ბორჯომში დაისვენა, სწორედ იქ შეიტყო რომ ფეხმძიმედ იყო. საინტერესოა როდის ვიხილავთ თიკას ეკრანებზე? ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, ბედნიერი დედობა და მომავალი მთელ ოჯახთან ერთად. imageimage

0
465
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0