სასმელები ბევრი სასმელის მიღებამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. 2013, 12 დეკემბერი, 12:00 ალკოჰოლურ სასმელს ყველა ერთნაირად ვერ იტანს. ზოგიერთს შეუძლია დიდი რაოდენობის ალკოჰოლური სასმელის მიღება და ვერც კი შეატყობთ რომ ნასვამია, ზოგიერთებისათვის კი საკმარისია ერთი კათხა ლუდი დალიოს და უკვე მთვრალია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგად ვიტან სასმელს, მაინც ვწყვეტ დალევას მაშინ როცა შინაგანად უკვე ვგრძნობ რომ სასმელი უკვე იკრებს ძალას. შესაბამისად საკუთარი ფეხებით ვტოვებ თავშყრის ადგილს (ქორწილი, ბანკეტი, ქეიფი მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში). თუმცა არის მსმელების კატეგორია (ქალებშიც და მამაკაცებშიც), რომლებსაც არ შეუძლიათ სასმელზე უარის თქმა დროულად ან არ შეუძლიათ თავის კონტროლზე აყვანა და აგრძელებენ დალევას. ასეთ დროს კი ფინალი თითქმის მუდამ ერთია–მთვრალი ან ხელით გაჰყავთ ან მეტისმეტად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება სიმთვრალის გამო, ასეთ დროს ხდება არაადექვატური და ზოგიერთი მათგანი ასეთ დროს საშიშიც კი ხდება საზოგადოებისათვის. ზოგიერთი მშვიდი და დალევამდე "ბუნჩულა" ადამიანი დალევის მერე ხდება აგრესიული და საოცრად უხეში. 862 18-ს მოსწონს |
არა ანტირეკლამას არ ვეწევი, არცერთი სახეობის სასმელი არა მაქვს გამოყოფილი. :))))