x
image
K.P.
ირაკლი კუტალაძე ამღერდა (+ვიდეო)
image



ყველაფერი დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი და "უეცარი განშორება". სამწუხაროდ ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის წყვილი არ შედგა, თუმცა პატარე ელენე გაჩნდა. ირაკლი კუტალაძის ინტერვიუმ, რომელშიც ცოლზე საუბრობდა საზოგადოება გააოცა, ალბათ იმიტომაც, რომ მომღერალი და მისი გარემოცვა მომხდარს მალავდა.


"მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები"-გვიამბობდა ირაკლი კუტალაძე.

image


მას შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა, პატარა ელენე გაჩნდა, ნინიმ დედის ამპლუა შესანიშნავად მოირგო, მისთვის საყვარელი საქმიანობა ქალიშვილის მოვლაა.

წყვილი ოფიციალურად ჯერ არ განქორწინებულა, აღადგენენ თუ არა ურთიერთობას ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ორივე საკუთარ ცხოვრებას აგრძელებს, ნინი ახალ ალბომზე მუშაობს, ჩართულია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში".

ირაკლი ყოფილი წყალბურთელია, მოსკოვში კი საკუთარ ბიზნესს ხელმძღვანელობს. სულ ცოტა ხნის კი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა სადაც იგი ჩვენთვის უცნობ და საკმაოდ მომხიბვლელ ქალბატონთან ერთად მღერის. როგორც ჩანს, ირაკლი კუტალაძე დროს შესანიშნავად ატარებს და ამღერდა კიდეც...
image



0
1373
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0