x
image
worldsport.ge
ლევანდოვსკის მეუღლე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

imageპოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელმა და "დორტმუნდის" ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ სიამაყით აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა კარატეში. ანა ლევანდოვსკი გახლდათ პოლონეთის იმ ნაკრებში, რომელმაც პრაღაში ფუდოკან-კარატეში გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა.
"მე ვამაყობ ანათი" – ამბობს რობერტ ლევანდოვსკი.
ამასთან, პოლონელმა ფორვარდმა იმედი დაიტოვა, რომ "ბაიერნს" კრიზისი დაეწყება და დორტმუნდელებს ბუნდესლიგის ჩემპიონობის შანსი გაუჩნდებათ.
"იმედი არ დამიკარგავს. როგორც წინა წლებში, "დორტმუნდი" ამჯერადაც იმედიანადაა და ტიტულების მოპოვებას ესწრაფვის".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0