კერძები ბოსტნეულისაგან სოკოს ჟულიენი 2013, 1 დეკემბერი, 16:20 ინგრედიენტები:
● სოკო - 250 გ.
● ხახვი - 2 ცალი
● სახამებელი - 2 სუფრის კოვზი
● სოიოს კარაქი - 100 გ. ● მუსკატის კაკალი - 0.5 ჩაის კოვზი ● მარილი, შავი წიწაკა და მცენარეული ზეთი - გემოვნებით მომზადება: სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და გავაჩეროთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დავუმატოთ სოიოს კარაქში გახსნილი სახამებელი, მარილი, შავი წიწაკა, გატარებული მუსკატის კაკალ და მოვათავსოთ ღუმელში (სურვილისამებრ მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი), სადაც 180-190 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გავაჩერებთ 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 476 7-ს მოსწონს
|