x
image
worldsport.ge
“ლაციოს” ქომაგებს დანები, “კასტეტები” და ნაჯახი აღმოაჩნდათ

imageუეფას ევროპის ლიგის მე-5 ტურში ვარშავის “ლეგიასა” და რომის “ლაციოს” მატჩის (0:2) შემდეგ, პოლონურმა პოლიციამ 150 იტალიელი გულშემატკივარი დააკავა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
იტალიელი “ულტრასები” ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვებთან ერთად, ბოთლებს ესროდნენ. შეტაკების დროს არავინ დაღუპულა, მაგრამ სტუმარმა ქომაგებმა პოლიციელის ავტომანქანა დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა იტალიელებს 14 დანა, “კასტეტები” და ნაჯახიც კი ჩამოართვეს.

იტალიის საელჩოს ჩარევის შემდეგ, რომაელ გულშემატკივრებს სამშობლოში კვირის ბოლომდე დააბრუნებენ.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0