x
image
worldsport.ge
ცხადაძის საიუბილეო გამარჯვება

imageაზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-14 ტურში ბაქოს “ნეფჩისთან” გამარჯვება, “ინტერის” მთავარი მწვრთნელისთვის კახა ცხადაძესთავის მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. ინტერნეტეგამოცემა apasport.az-ის ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტმა აზერბაიჯანში მოღვაწეობის პერიოდში მე-100 მატჩი მოიგო.
მწვრთნელის რანგში ცხადაძეს დებიუტი 2008 წელს “სტანდარდში” ჰქონდა და მას მერე აზერბაიჯანში 210 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 100-ჯერ გაიმარჯვა. “სტანდარდის” თავკაცის რანგში მან 11 შეხვედრა მოიგო, ხოლო ბაქოს “ინტერის” – 89.
ცხადაძემ “სტანდარდის” თერთმეტივე თამაში ჩემპიონატში მოიგო, “ინტერში” კი – 68 პრემიერლიგაში, 11 აზერბაიჯანის თასზე, 5 “თანამეგობრობის თასზე” და 5 ევროტურნირებზე.
აქვე გეტყვით, რომ ცხადაძემ აზერბაიჯანში პირველად 2008 წლის 16 მარტს გაიმარჯვა, როდესაც “სტანდარდმა” სტუმრად “ბაქის” 1:0 სძლია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0