x
image
K.P.
თიკო სადუნიშვილს დედობის უფლება ჩამოართვეს? სად ცხოვრობს ახლა მისი ვაჟი?

image
ყველასათვის საყვარელ და ცნობილ ტელეწამყვანს თიკო სადუნიშვილს ხშირად უწევს ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალი, ეს ხომ მეტნაკლებად ცნობილი ადამიანების ხვედრია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თიკოს დედობის უფლება ჩამოართვეს, (ტელეწამყვანს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს) რასაც თავად უარყოფს. მისი მტკიცებით ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდადმოფიქრებული ჭორია და ამის შესახებ ღია წერილიც კი დაწერა. მიუხედავად ტელეწამყვანის მტკიცებისა აღმოჩნდა, რომ შვილი დედასთან არ ცხოვრობს. "ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს, იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას"-გვიამბო თიკომ.

image

საინტერესოა "განაწილებული" ბავშვი როგორ გრძნობს თავს, ვისაც გამოგიცდიათ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთდროულად რამდენიმე სახლში ცხოვრება ძნელია.

თიკო სადუნიშვილი კი არაერთი ჭორისა და დაპირისპირების მთავარი გმირია. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმების თანახმად მას ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული შორენა ბეგაშვილთან. ლამაზმანებმა სასურველი მამაკაცი ვერ გაიყვეს, რასაც სოციალურ ქსელებში კიდევ არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შორენასა და თიკოს შორის შავმა კატამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაირბინა, მაშინ როდესაც თიკო გადაცემა "თბილისი ლაივის" ტელეწამყვანი გახლდათ. თიკოსაგან განსხვავებით კი შორენა ხშირად იწონებს თავს სამაგალითო დედობით.image
image


7
3006
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3006
  
2013, 26 ნოემბერი, 10:56
მეჭვება ყველასათვის საყვარელი იყოს
2013, 15 ნოემბერი, 10:34
ჩემი აზრით ყველა ცნობილი ადამიანის სჰვილია ცოდო,მარტო ტიკო სადუნიშვილის შვილი გამონაკლისიარ არის...
2013, 10 ნოემბერი, 19:50
ყველასათვის საყვარელი ნამდვილად არაა თიკო სადუნიშვილი!
2013, 10 ნოემბერი, 0:14
მარტო ბიჭი არა, ყველა ბავშვი ცოდოა
2013, 9 ნოემბერი, 23:48
ყველა ბავშვი მითუმეტეს ბიჭი ცოდოა როცა მისი დედა მთელი ქვეყნის სალაპარაკო და განხილვის ობიექტია თავისი ქცევების და ცხოვრების გამო
2013, 9 ნოემბერი, 19:46
თიკოს შვილი გაგარინზე თითქმის ყოველ დღე მხვდება, როგორც ვიცი ამერიკულ სკოლაში დადის, ისეთი სევდიანი გამომეტყველება აქ ხოლმე
0 1 7