x
image
ხიზანიშვილი
როგორი ცოლია ნინა სუბლატი

image- ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური ერთმანეთს რამდენიმე
თვის განმავლობაში იცნობდნენ, ორივე მუსიკოსები არიან და შესაბამისად ჰქონდათ რაღაც
სახის ურთიერთობა, შემდეგ დაიწყო მათი მეგობრობა, მეგობრობა კი სიყვარულში გადაიზარდა. როგორც ნინა ამბობს განაკუთრებული და რომანტიკული მათ სიყვარულის ისტორიაში არაფერი არ ყოფილა.

- გიორგი პროექტ "საქართველოს ვარკვლავის" ბენში უკრავდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს, ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ არც კი ახსოვს მოწონების კონკრეტული ფაქტები. მომღერალი ამბობს, რომ ყოფილ შეყვარებულთან დაშორება გიორგის გამო არ მომხდარა, რადგან უკვე დაშორებულები იყვნენ, როდესაც მასსა და ახლა უკვე მის მეუღლეს ერთმანეთი შეუყვარდათ.

- მომღერალი საკუთარ მეუღლეს ძალიან დადებით პიროვნებად
ახასიათებს, თავისუფლად ამბობს, რომ მასზე კარგად ჩამოყალიბებულ პიროვნებას არ იცნობს, არის ძალიან მაგარი მუსიკოსი, ძალიან განათლებული ადამიანი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მის თვისებებში ყველაზე გამოკვეთილად მოსწონს ის, რომ ძალიან კეთილი და გულწრფელი ადამიანია.

- დაქორწინების გადაწყვეტილება ნინას აზრით არც ისე სწრაფად
მიუღიათ, რადგან ერთი თვის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ, შემდეგ კი ყველანაირი აღნიშვნის გარეშე ხელი მოაწერეს. მათი ოჯახური ცხოვრება ძალიან წყნარი და მშვიდია, თუმცა თავის თავს ცოლად ვერ აღიქვამს, თითქოს არაფერი არ შეცვლილა, არც ზედმეტი ვალდებულებები აუღიათ საკუთარ თავზე, ხელმოწერით კი მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური გახდა მათი ურთიერთობა.

0
88
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0