x
image
ხიზანიშვილი
რას აპროტესტებენ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები

image- ამ თემაზე ალბათ პროექტის დასრულებამდე ილაპარაკებენ
და ყველას თავისი აზრი ექნება, თუმცა ჯერჯერობით ფაქტი ფაქტად რჩება და იულია ქავთარაძე
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" არავის დაუბრუნებია. უკრაინელი მომღერლის პროექტიდან გამოვარდნის შემდეგ ინტერნეტ-სივრცე არ მშვიდდება, ამ თემას ტაბლოიდებიც დაუღალავად აშუქებენ. ამჯერად, კი იმაზე წავიდა საუბარი, რომ ერთ-ერთი უძლიერესი წყვილის პროექტში დაბრუნებას, პროექტში დარჩენილი კონკურსანტები აპროტესტებენ.

- როგორც ერთ-ერთი ჟურნალის გვერდზე ეწერა, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დარჩენილი მონაწილეები იულიას და ოთოს დაბრუნებას არ ემხრობიან, სტატიაში ნანა ნებიერიძის სიტყვებიცაა მოყვანილი: "არაერთხელ ვთქვი მათი დაბრუნება არასწორი იქნება, ეს კონკურსია, ერთი იგებს, მეორე აგებს. ყველა თუ დაბრუნდა სანტა ბარბარა გამოვა და პროექტი არასდროს დამთავრდება. მე რომ იულიას ადგილას ვყოფილიყავი ვინ დამაბრუნებდა, ატეხეს მთელი ამბავი. მითხრეს, რომ 5 000 მოწონება 100 დოლარი ღირს, ლაიქების დადება პრობლემა არ არის და ამას ყველა გეტყვით, ვინც ფეისბუქში კარგადაა ჩახედული, პრობლემა ესემესებშია" - ამბობს ნანა ნებიერიძე. ნანას ამ კომენტარს რა თქმა უნდა იულიას და ოთოს თაყვანისმცემლებისგან ადეკვატური რეაქციები მოჰყვა.

- მას მერე, რაც იულიამ და ოთომ "ცეკვავენ ვარსკვლავები"
დატოვეს ორ კვირაზე მეტი გავიდა, მათი პროექტში დაბრუნების შანსები კი თითქმის ნულს გაუტოლდა, თუმცა არავინ იცის წინ რა გველის, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას ხომ სიურპრიზები სჩვევია.

0
119
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0