x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137605
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
სპორტული ორგაზმი- სექსის სანაცვლოდ
ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) სექსუალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტებმა უნიკალური კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სპორტულ ვარჯიშებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს სექსსა და ეროტიკულ ფანტაზიებთან, ქალის ორგაზმამდე მიყვანა შეუძლია.

ამ ფენომენს სამეცნიერო წრეებში უკვე უწოდეს "კორგაზმი" (coregasm, ანუ პრესაში ბოლო დროს დამკვიდრებული გამონათქვამის - core abdominal muscles-ის მიხედვით).

კვლევის შედეგები, რომელსაც ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი დები ჰერბენიკი ხელმძღვანელობდა, სამეცნიერო ჟურნალ Sexual and Relationship Therapy-ში გამოქვეყნდა. ჰერბემიკის თქმით, ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია მუცლის კუნთების ვარჯიშის, ძელსა და თოკზე ცოცვის, ასევე ველოსიპედით სიარულისა და სხვა სავარჯიშოების დროს, რომელთა მიზანიც წონაში დაკლებაა.

მკვლევარებისთვის სიახლე აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქალის ორგაზმი ყოველთვის არ არის სექსუალური აქტივობის შედეგი და მისი მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება. ამ დასკვნამდე მეცნიერები 18-იდან 63 წლამდე ასაკის 370 ქალის გამოკვლევის შედეგად მივიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ორგაზმის მიღწევა ფიზიკური ვარჯიშებით შეუძლიათ და სპორტისგან სექსუალურ სიამოვნებას იღებენ. საინტერესოა, რომ ამ ქალების უმრავლესობა დაოჯახებულია ან სექსისთვის პარტნიორი ჰყავს, 69% კი ჰეტეროსექსუალია.

კვლევაში მონაწილე ქალების დიდი ნაწილი "სპორტულ ორგაზმს" ისე განიცდის, რომ იმ მომენტში არც სექსზე ფიქრობს და არც მომხიბვლელ მამაკაცზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მოვლენის ბუნება მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იმედი აქვთ, რომ მომდევნო კვლევების ფარგლებში ფენომენს ამოხსნიან.image
1
3416
4-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
3416
  
2016, 25 სექტემბერი, 15:24
მე მყავდა ველომრბოლელი მეგობარი გოგჩო. თბილისიდან მცხეთამდე ხუთჯერ ქონდა ხოლმე ორგაზმი. იმდენ ხახუნის მერე აბა რა იქნებოდა?
0 1 1