x
image
ხიზანიშვილი
რატომ მიდის საქართველოდან ნინი ცნობილაძე
image- როგორც იცით, წინა ხუთშაბათს პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ნინი ცნობილაძისა და იაკობ
ყუფუნიას წყვილმა დატოვა. გადაცემის დასრულების შემდეგ ნინიმ განაცხადა, რომ საკუთარი
თავით ძალიან კმაყოფილია, რადგან მისი აზრით ყველაფერი კარგად გააკეთა.

- ერთადერთი ჟიურის ქულებით იყო ყოველთვის უკმაყოფილო. მთავარია, რომ ხალხი გულშემატკივრობდა, თორემ ჟიურის ქულებს არც ჰქონდა მისთვის დიდი მნიშვნელობა, თუმცა მას აქვს ხალხის თვალზე მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ხალხი ხშირად ჟიურის თვალით აფასებს.

- ამბობს, რომ ნაწყენი არ არის, ეს ხომ უბრალოდ კონკურსია. თუმცა გული რა თქმა უნდა ძალიან დასწყდა, რადგან პროექტში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებთან ერთადაც უნდოდა დიდი ხანი ყოფნა
და კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მისი ფავორიტი წყვილი კი თაკო და გაგა არიან.

- რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ის საქართველოდან
წასვლას აპირებს, რადგან აქ წინსვლის ელემენტარული საშუალება არ არის. თუმცა არ აკონკრეტებს სად აპირებს კარიერის გაგრძელებას. ამჟამად საკუთარ დაწერილ სიმღერებზე მუშაობს და ამბობს, რომ "ქავერებს" აღარ იმღერებს. მიაჩნია, რომ ეს მისთვისაც და ხალხისთვისაც ძალიან მოსაბეზრებელია.


- რაც შეეხება ალბომს, მის ჩაწერას ჯერ არ აპირებს, რადგან მას
ძალიან დიდი დრო უნდა და ფინანსები სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ მოცდა ურჩევნია.

imageimageimage






0
177
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0