x
image
ხიზანიშვილი
როგორ მოხვდა ნანა ნებიერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში"
image- სპორტსმენი, ნანა ნებიერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სრულიად შემთხვევით მოხვდა. მას პროექტის პროდიუსემა, ნოე სულაბერიძემ დაურეკა და ასე უთხრა: "მე შენ გხედავ პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებში". თავიდან ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი, შემდეგ კი უარი არ უთქვამს და მისი აზრით სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.

- ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პროექტამდე ცეკვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, როგორც ამბობს ცხოვრებაში არ უცეკვია. იყო სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიადაში მონაწილე წყალში ხტომაში. ასევე მუშაობდა ჟურნალისტად ერთ-ერთ ტელევიზიაში.

- დარწმუნებულია იმაში, რომ შრომა ფასდება. დღის განმავლობაში
4-5 საათი ვარჯიშობს თავის მეწყვილესთან, ლევან ახვლედიანთან ერთად და მისი აზრით ეს ძალიან დიდი შრომაა და შედეგიც სახეზეა. მისთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ჟიურის წევრები პროფესიონალ მოცეკვავეებს ადარებენ. ნანასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფო შევარდნაძისა და ნინო სურგულაძის შეფასებაა, რადგან თვლის, რომ ქალი ქალს უფრო ობიექტურად აფასებს. რაც შეეხება კონკურსანტებს, მისთვის ყველა მონაწილე ღირსეული კონკურენტია და გამარჯვების შანსი თითოეულ მათგანს აქვს.

- პირადი ცხოვრების შესახებ ნანა ნებიერიძე ბევრს არ საუბრობს. ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბედნიერია, რადგან ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს, რომელიც ძალიან ეხმარება და რომელიც ყოველთვის ობიექტურ რჩევებს აძლევს.


imageimageimage


0
224
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0