x
image
ხიზანიშვილი
ცხელ-ცხელი თბილისური ჭორები "ფეისბუქზე"
image- ის, რომ სოციალური ქსელი მხოლოდ თინეიჯერების გასართობი
არ არის, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით. მეტიც, ეს უკანასკნელი უამრავი სკანდალის,
ჭორის, თუ განსჯის მიზეზი ხდება. ბოლო დროს ხომ თბილისურ ბომონდში განვითარებული მოვლენების შესახებ მითქმა-მოთქმებს თვალყურს ფეისბუქის მეშვეობით ვადევნებთ.

სოციალურ ქსელში ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური
ტელეწამყვანი, ეკო ფანგანის ცხვირია და ამ შემთხვევაში ცხვირს პირდაპირი მნიშვნელობით
ვახსენებთ. ყოფილმა მოდელმა და ცნობილმა სახემ პლასტიკურ ოპერაციას მიმართა. ეკომ რისკიანი ნაბიჯი გადადგა და ამჯერად მის სახეს "კურნოსა" ცხვირი ამშვენებს. ტელეწამყვანმა ფოტო ფეისბუქზეც ატვირთა და უამრავ მოწონებასთან ერთად განსხვავებვული კომენტარებიც დაიმსახურა, ბევრს მისი შეცვლილი იერი სიგიჟემდე

მოსწონს, ბევრი კი, მის ახალ ცხვირთან ერთად, ძველ ცხვირსაც გვარიანად აქებს.

- აქტუალობას არ კარგავს ნინი ბადურაშვილის პატარა ქალიშვილი, ელენე კუტალაძე. პატარა სულ რაღაც სამი თვისაა და უკვე მავანი და მავანი ლაპარაკობს. მშობიარობის შემდეგ, ნინი ქალიშვილის ფოტოს საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ბოლო დროს ინტერნეტში მისი არაერთი სურათი მოათავსა.


- სულ ცხელ-ცხელ ჭორებში შედის მომღერალი გიორგი ერგემლიძის და მისი მამის, ნუგზარ ერგემლიძის კონფლიქტიც. ამ ამბის შესახებ სწორედ გიორგის ფეისბუქის გვერდიდან შევიტყვეთ, როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსმა საკუთარი მამა უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. ამბობენ, რომ მამა-შვილის დაპირისპირების მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებებია, თუმცა გიორგის მომდევნო სტატუსი ამაზე არ მეტყველებს. მუსიკოსი განმარტავს, რომ პრესაში ცრუ ინფორმაცია იბეჭდება და ის და ნუგზარ ერგემლიძე დაპირისპირებული პარტიების მხარდამჭერები არ არიან.

- თუმცა ვერც გიორგი, ვერც ელენე კუტალაძე და ვერც ეკოს პლასტიკური ოპერაცია ვერ მივა იქამდე, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" იულია ქავთარაძის და ოთო ფოლადაშვილის გამოვარდნას მოჰყვა. ლამაზმანის პროექტიდან გამოვარდნას არავინ
შეჰგუებია და გვერდმა - "დააბრუნეთ ოთო და იულია" ფეისბუქზე 11, 000-ზე მეტი მოწონება ორ დღეში დააგროვა. საუბარი არ წყდება იმაზეც, რომ პროექტის პროდიუსერები ამ წყვილის პროექტში დაბრუნებას გეგმავენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.

imageimage
image














5
1421
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
1421
  
2013, 31 ოქტომბერი, 15:38
მომისმინე რას გეტყვი: ჯერ 1 ხიზანეიშვილი არ ვარ და მეორეც წყარო მითითებული მაქვს თუ საიდან ავიღე ინფორმაცია ასე რომ რას ვისაუბრებ ეგ მე ვიცი
2013, 31 ოქტომბერი, 15:21
სისულელე იქნება რომ დაბრუნდეს >>> ეგრე სადაა ლათინო ცეკვებში ვაფშე ვერ ერკვევა ვცეკვავ მაგ ცეკვებს და ჩემპიონიც ვარ რუსკა მაყაშვილს ბევრით არ ჩამოუვარდება მხოლოდ იგი გაფარჩხული ფარშევანგი იყო :D და კიდევ არც ისე ცუდად ცეკვავს მაგრამ რაც არ იცი არ უნდა ისაუბრო იმახე ხიზანეიშვილი )
2013, 31 ოქტომბერი, 11:31
ტენკ იუ :D
2013, 31 ოქტომბერი, 11:22
გუდ :D
0 1 5