წყალი-სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი...
სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი
თვალები, გლუვი და სუფთა კანი-ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა.წყალი ყველგან
არის:ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში.წყალს ვკარგავთ არა მარტო
ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას.ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი
და დავიცვათ წყლის ბალანსი.
ჩვენი ორგანიზმი
80% წყალს შეიცავს.უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს.აუცილებლად უნდა მივაქციოთ
ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ.წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა
მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის
გაუწყლოებაზე, რისი დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები:დაღლილობის
შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული
წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის
პრობლემები(შეკრულობა, დისბაქტერიოზი).
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი
წყალი(დღეში არანაკლებ2-2, 5ლ-ისა)და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი
მდგომარეობა.წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება.ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის
წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი.მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება
ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები
შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას.სვით გრილი წყალი, რადგან
მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.დილით დალიეთ
1 ჭიქა წყალი-ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.
ყოველი ჭამის
წინ ერთი საათით ადრე ან საათის შემდეგ დალიეთ 100-200 მლ წყალი.არ დაუშვათ, რომ წყალი
მოგწყურდეთ, სვით 1-2 ყლუპად მთელი დღის განმავლობაში.სამწუხაროდ ბევრმა ჩვენგანმა არ
იცის როდის დალიოს წყალი.ხში რად, როდესაც ორგანიზმი წყალს გვთხოვს, წყურვილს ვაიგივებთ
შიმშილთან და ვთავაზობთ საკვებს, ვაყოლებთ ყავას, შედეგი წონის მომატება, გაუწყლოება, მოთენთილობისა
და დაღლილობის შეგრძნება.