x
image
worldsport.ge
“მანჩესტერი” პიანიჩში 30 მილიონს იხდის

imageინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზადაა, იტალიურ “რომას” ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. მედიაში 2013 წლის ზაფხულშიც არაერთხელ დაიწრა, რომ 23 წლის ფეხბურთელი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებდა, მაგრამ ის “რომაში” დარჩა.
პიანიჩმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის საწყის რვა მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას “ძუ მგლებთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. იტალიელებმა ის 2011 წელს ფრანგული “ლიონიდან” 11 მილიონ ევროდ შეიძინეს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0