შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი 21 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მისი საქართველოში ვიზიტი ბათუმში, რესტორან "ყირამალაში" აღნიშნა. ჩვენი წყაროს ცნობით, ტრამპთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ბალერინა ლიკა ლაბაძე, მოდელები ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. იმედაძე და ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, სხვებმა კი დონალდ ტრამპთან ერთად იმგზავრეს. გოგონებისთვის ამ ღონისძიებაზე მიპატიჟება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაქრა. როგორც ამბობენ, ტრამპის პატივსაცემად გამართულმა ნადიმმა დილამდე გასტანა. ნანუკა გოგიჩაიშვილის თქმით, ის როგორც "მის უნივერსის" კონკურსანტი, მოულოდნელად მიიწვიეს და შეხვედრა სასტუმროში მოხდა, როდესაც ტრამპი შეხვედრიდან ბრუნდებოდა. ნინი ბადურაშვილის თქმით კი მას ტრამპთან ვახშამზე უნდა ემღერა სადაც სოფო ნიჟარაძე და მოცეკვავეებიც იმყოფებოდნენ. ასევე ნინის თქმით მან სტუმრისგან კომლპიმენტებიც მიიღო.