სხვა 10 ყველაზე საოცარი ბებია (ნაწილი პირველი) 2013, 25 ოქტომბერი, 9:44 მსოფლიოში რა დალევს უცნაურ ადამიანებს, მაგრამ ასეთი ასაკის მქონე "ძერსკი" ბებოები ნამდვილად იშვიათია. სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ მათი ათეული.
1) დრამერი ბებია (63 წლის) ამ ქალბატონს თაყვანისმცემლებმა Grandma Drummer უწოდეს. ეს გახლავთ 63 წლის Mary Hvisda, რომელმაც 15 წლის ასაკში დაიწყო დასარტყამ ინსტრმენტებზე დაკვრა, 16 წლიდან კი უკრავდა ბენდში. მან ბენდში დაკვრა შეწყვიტა 1990 წელს, თუმცა დღესაც უკრავს. 2) ტანმოვარჯიშე ბებია (90 წლის) მის ასაკში არცერთი ავსტრალიელი არაა მსგავს ფორმაში. იგი ყოველ ოთხშაბათს ფეხით დადის სამეჯლისო ცეკვის კურსებზე, ასევე დღეგამოშვებით ვარჯიშობს სპორტდარბაზში, მიჰყვება ტაიჩის 3) ტატუს მოყვარული ბებია (101 წლის) ქალბატონმა Mimi Rosenthal-მა 99 წლის ასაკში გადაწყვიტა გაეკეთებინა პირველი ტატუ. ოჯახის მეგობარი და ტატუს ოსტატი, მხატვარი Michelle Gallo-Kohlas მას თითქმის მთელ სხეულზე უკეთებს ტატუებს. 4) უძლიერესი ბებია (73 წლის) ეს ქალბატონო, Wang Xiaobei დაკავებულია უცნაური მიმდინარეობით - იგი კბილებით ცდილობს გაწიოს მიკროავტობუსი. იგი წარმოშობით ჩინეთის აღმოსავლეთ Shandong-ის პროვინციის ქალაქ Jinan-იდან გახლავთ. მან 72 წლის ასაკში 4 ტონიანი სატვირთო გაწია კბლებით, ხოლო 73 წლის ასაკში 5 ტონიანი მიკროავტობუსის გაწევას ეცდება. 5) ყვეალაზე მაღალტიტულოვანი ძიუდოისტიბებია (99 წლის) ქალბატონი Keiko Fukuda არის პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელმაც უმაღლესი, მეათე დონის შავი ქამარი მიიღო. იგი 21 წლის იყო როდესაც გაწევრიანდა ძიუდოს ფედერაციაში. ქალბატონი Keiko Fukuda 2013 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში 99 წლის ასაკში. 47 12-ს მოსწონს
|