შოუბიზნესი ვინ არის და რას საქმიანობს ნინა სუბლატის ქმარი? 2013, 23 ოქტომბერი, 2:35 "საქართველოს ვარსკვლავი 2013" ნინა სუბლატი გათხოვდა. პრესა ბევრს საუბრობდა მის რომანზე გიორგი შამანაურთან, თუმცა მომღერლის მხრიდან ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას არავინ მოელოდა. წყვილს მხოლოდ რამდენიმეთვიანი რომანი აკავშირებს. ნინა არ მალავდა, რომ მისი გული დაკავებული იყო, თუმცა საკუთარი სიყვარულის ისტორიასა და პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა.
ალბათ არ იცოდით, რომ გიორგი შამანაური მუსიკოსი, მესაყვირე გახლავთ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ნინას მტკიცებით, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ხელს სულაც არ უშლის, პირიქით მის სამეგობროში ბევრი უფროსი ასაკის ადამიანია. გიორგისთან ურთიერთობა ისე დავიწყე მისი ასაკით არც დავინტერესებულვარო. ნინა გავრცელებულ ჭორსაც უარყოფს, რომლის მიხედვითაც მას და გიორგის ფარული ურთიერთობა მაშინაც ჰქონდათ, როცა ის პიტოს ხვდებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გიორგი შამანაურმა მეორე ნახევარს სიყვარული საჯაროდ, საკუთარი "ფეისბუქის" მეშვეობით აუხსნა: "ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვართ ნინა იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ნიჭიერია. ამ ყველაფრის უკან კი არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი, უსაზღვროდ კეთილი, მოალერსე, ერთგული, ძლიერი და გამბედავი ქალი დგას, რომელიც ჩემი მეორე ნახევარია. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთ ადამიანს რომ ვუყვარვარ". ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 1179 5-ს მოსწონს 2-ს არა
|