x
image
ხიზანიშვილი
რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ "ნიჭიერის" ახალი სეზონისგან

image- ნიჭიერის გასულ სეზონებში გეგა ფალავანდიშვილი თითქოს უფრო ქარიზმატული იყო, ქალბატონებს ბევრ კომპლიმენტებს ეუბნებოდა, აუცილებლად აღნიშნავდა მათ გარეგნობას. ბოლო სეზონზე კი ამ მხრივ უფრო თავშეკავებული და ძალიან მხიარულია. როგორც გეგა ამბობს, ამ შოუს განსაკუთრებული რეიტინგი აქვს, განსაკუთრებულ ადამიანებს პოულობს, განსაკუთრებული ადამიანების პრომოუტირებას აკეთებს და არხისთვის წერს განსაკუთრებულად მაღალ რეიტინგს.

- ჟიურის წევრებს შორის როლები არ არის გადანაწილებული, რადგან არცერთი არ თამაშობს და ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალი, შემდგარი და თვითკმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებთაც გააჩნიათ თავისი ობიექტური, თუ სუბიექტური აზრი.

- წინა სეზონისგან, ახალი სეზონი იმით განსხვავდება, რომ ჟანრობრიობა ძალიან გაიზარდა, ნაკლებად შეხვდებით ხალხური სიმღერების შემსრულებლებს. ასევე, კონკურსანტები არამარტო საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ბევრნი მოვიდნენ.

- ხალხს დაამახსოვრდა შალვა ჩვენიაშვილის (ე.წ. პავლოვიჩის)
უხამსი და სკანდალური გამოსვლა, მასზე გეგა ამბობს, რომ ჟიურის წევრებმა წინასწარ არცერთი ნომრის შესახებ არ იციან, თუმცა ვერ ხვდება მასეთი ადამიანები შოუში რატომ მიდიან. როგორც ჟიურის ყველაზე მხიარული წევრი ამბობს, ხალხმა ნიჭიერის ბოლო სეზონიდან განსაკუთრებით ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.




0
51
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0