ფეხბურთი კლუბის ლეგენდა “ლივერპულში” დაბრუნდა 2013, 11 ოქტომბერი, 19:53 საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” ერთ-ერთ მმართველად, კენი დალგლიში დაინიშნა. კლუბის ინფორმაციით, “ენფილდზე” კენის დაბრუნება გასულ კვირას გადაწყდა. ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა თანამდებობაზე მოუწევს მუშაობა შოტლანდიელს, თუმცა, როგორც კლუბის მფლობელი ჯონ ჰენრი ამბობს, დალგლიშს კლუბის სპორტული მხარეების წარმართვა დაევალება და არა აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციების შეთავსება. 21 შეფასება არ არის
|