x
image
worldsport.ge
რონალდუმ თავისი თავი 9-იანზე შეაფასა

imageმადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის თამაშს შეფასება გაუკეთა. პორტუგალიელი თავს 9-იანზე აფასებს.
“საფეხბურთო მოედანზე, ჩემს თავს 9-იანს დავუწერდი. ყოველთვის ვცდილობ, მოვუმატო, მაგრამ 10-იანზე ჯერ ვერ ვთამაშობ. დასახული მიზნის მისაღწევად, ვარჯიშებსა და თამაშებზე მუხლჩაუხრელად ვმუშაობ. ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო და სიკეთე ვაკეთო. ფეხბურთელი ვარ და ჩემი მიზანია, ხალხს ბედნიერება მოვუტანო”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Espana-ს.
ცნობისათვის, 28 წლის რონალდუ “რეალში” 2009 წლიდან ასპარეზობს. მან მადრიდელთა მაისურით 209 მატჩი ჩაატარა და 213 გოლი მიითვალა.
ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0