შოუბიზნესი რატომ დაშორდა სოფო ბედია ქმარს 2013, 9 ოქტომბერი, 17:15 - ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფო ბედია ქმარს გაშორდა. მომღერალმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, როგორც თავად ამბობს, მას არ სურდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რადგანაც წამოიჭრა ეს კითხვა, გადაწყვიტა აღარ დაემალა ეს ამბავი. სოფომ დაშორების მიზეზად ის დაასახელა, რომ როგორც ხშირად ხდება, ისინი ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ. მომღერალი ყოფილ მეუღლეზე ამბობს, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი მამაა, უნიჭიერესი მუსიკოსია. მასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ძალიან დიდ პატივს სცემს. ახლა უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს ერთად დუეტიც აქვთ ჩაწერილი, თუმცა სამომავლოდ კიდევ ჩაწერენ თუ არა დუეტს, ამაში სოფოს უკვე ეჭვი ეპარება. 4766 6-ს მოსწონს
|