x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილმა ქმარს ყველაფერი აპატია
imageუკვე რამდენიმე თვეა ნინი ბადურაშვილის გარშემო ჭორების ქარ-ცეცხლი არ ცხრება. ჭორები მის გათხოვებაზე, ქმართან გაშორებაზე, ორსულობაზე, ქალიშვილზე მრავალგვარია. მომღერალი ქმართან გაშორებას თვეების მანძილზე მალავდა, ყველაფერს ფარდა ირაკლი კუტალაზემ ახადა. "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები. მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს, ისევ საკუთარი პიარისთვის-ნახეთ ქმარმა სამშობიაროში მიატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ მოყვება მოთხოვნები" -უამბო ირაკლიმ ერთ-ერთ ჟურნალს. ნინიმ ბრალდებებს ხატოვანი გამოთქმით უპასუხა, მოკლედ, კონკრეტულად და ლაკონურად: "ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!"image

მომღერალმა დუმილი ქალიშვილის, პატარა ელენეს დაბადების შემდეგ დაარღვია. ის ვარაუდობს, რომ მისი ქმარი პროვოკაციებზე წამოაგეს, ბოროტი ენები მიუტანეს, შედეგიც დადგა: სკანდალური ინტერვიუ და კიდევ ერთი დანგრეული ოჯახი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნინი და ირაკლი ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი არიან. მამა ქალიშვილს ფოტოებით იცნობს. ცხადია მას ფოტოებს ნინი ან მისი გარემოცვა აწვდის, რადგან პატარა ელენეს სურათები ინტერნეტსივრცესა და ჟურნალ-გაზეთებში დღემდე არ გამოქვეყნებულა. (გამოქვეყნებულია რამდენიმე ფოტო, სადაც ელენეს სახე არ ჩანს.) ნინი მეუღლეს ცუდათ არ მოიხსენიებს, ის მაინც ჩემი ქალიშვილის მამააო. მომღერალი დიდი ბებიის რჩევას ითვალისწინებს, ბოღმას გულში არასდროს იდებს, მეუღლესაც ყველაფერი აპატია, ცდილობს ყველაფერს მისი პოზიციიდან შეხედოს. ირაკლი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, შერიგდება თუ არა წყვილი ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი ერთია, მომღერალს ტკივილი და წყენა ჯერ არ განელებია. იქნებ დრომ თავისი გაიტანოს...image




მომღერალი კარიერულ წინსვლას არ წყვეტს, დედასთან ერთად დაწერა ახალი სიმღერა, მუშაობს ალბომზე და კახა კუხიანიძესთან ერთად საბავშვო მუსიკალური სკოლა-სტუდია დაარსა, სადაც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ვოკალსა და პლასტიკას შეასწავლიან.

ნინი ძალიან ბედნიერია, მოსწონს დედის ამპლუა. "მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის"-გვიამბობს ნინი.



ნინი ბადურაშვილს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. სამომავლოდ თუ კარგ ფორმაში იქნება უნდა ბედი სცადოს, პროექტის მოგებაც უნდა და იცის, რომ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. ასე, რომ დიდი შანსია პოპულარული ქართველი მომღერალი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონში ვიხილოთ.

ვუსურვოთ ნინის წარმატებები, ბედნიერი დედობა და მომავალი.imageimage

1
1622
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1622
  
2013, 2 ოქტომბერი, 9:02
კარგი სტატიაა მაგრამ მერამდენეთ დაიწერა უკვე ერთი და იგივე ფაქტები...
0 1 1