შოუბიზნესი რობერტ პატინსონი შონ პენის ქალიშვილს ხვდება? 2013, 1 ოქტომბერი, 15:41 რობერტ პატისონი საბოლოოდ დაშორდა კრისტენ სტიუარტ ამის შესახებ უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება.ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის უკვე ხვდება ცნობილი მსახიობის, შონ პენისა და რობინ რაიტის ქალიშვილს დილან პენს.ხმები მათი ურთიერთობის შესახებ მის მერე გავრცელდა რაც წყვილი ერთად რამდენიმეჯერ შეამჩნიეს, ამ ბოლოს კი ისინი ჯონი დეპის კლუბში მთელი ღამე ერთობოდნენ და თვითმხილველთა აზრით ხელს არ უშვებდნენ ერთმანეთს.ამბობენ, რომ მამაკაცი თვალს არ აშორებდა დილანს. ისინი კლუბის შემდეგ რესტორანში წავიდნენ(Chateau Marmont) სადაც შეუკვეთეს "კარტოფილ-ფრი" და კოკა-კოლა.შემდეგ კი მეგობრებთან ერთად წავიდნენ რობერტთან სახლში.როდესაც დილის ხუთ საათზე სტუმრები დაიშალნენ, პენი უმცროსი დარჩა მასთან სახლში.ისინი ისე იქცეოდნენ, რომ ჩანდა პირველი არ იყო მათი შეხვედრა.შეგახსენებთ, რომ დილანი მოდელია.ის 22 წლისაა და ლოს-ანჟელესში ცხოვრობს.მისი მამა, შონ პენი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გოგონას მორალურ მხარეს და ბიჭი, რომელსაც მისი ქალიშვილი მიიყვანს სახლში, შონის მკაცრ პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს. 60 5-ს მოსწონს
|