კერძები ხორცისაგან საინტერესო იდეა საუზმისათვის 2013, 30 სექტემბერი, 19:57 ![]() მინდა შემოგთავაზოთ იოლად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის ორიგინალურად მომზადების ხერხი. ყველას კარგად გეხერხებათ მაკარონის და სოსისის მოხარშვა. ეს ყველაზე იოლია, რაც კი სამზარეულოში შეიძლება გააკეთოთ(კვერცხის შეწვის შემდეგ). მინდა გასწავლოთ, როგორ მოვხარშოთ ორიგინალურად ეს ორი პროდუქტი ერთად, რათა ლამაზიც იყოს და გემრიელიც. კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრამი სოსისი და 200 გრამი მაკარონი(სპაგეტი). მაშ ასე, ავიღოთ სოსისი, დავჭრათ თოთოეული სამ ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილში გავუყაროთ მაკარონი რამოდენიმე ცალი, ასე გავამზადოთ ყველა მაკარონიანი სოსისი. ![]() ![]() 1861 19-ს მოსწონს
|