ყველაზე პატარა მანქანა მსოფლიოში, რომელსაც გზებზე მოძრაობის სერთიფიკატი გააჩნია.
2013, 19 სექტემბერი, 19:52
ყველაზე პატარა მანქანა, რომელსაც ოფიციალური ნებართვა აქვს ლეგალური გზით იმოძრაოს გზებზე. ამერიკელმა Austin Coulson–ა შეჰქმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომანქანა, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის უფლება. გამომგონებელმა ყველა პირობა გაითვალისწინა მანქანის ლეგალურად გამოყენების სერთიფიკატის მისაღებად. მანქანას გააჩნია სათანადო შუქფარები, უსაფრთხოების ქამარი, საქარე მინა. მანქანაში ჩადგმულია საბავშვო "კვადროციკლის" ძრავა. საწვავის ხარჯი ყოველ ოც კილომეტრზე ერთი ლიტრია, შესაბამისად ას კილომეტრზე ხუთ ლიტრ საწვავს მოიხმარს. მართალია საწვავის ავზი პატარაა, მაგრამ მანქანის პატრონის თქმით სრულიად საკმარისია ქალაქში მოძრაობისათვის. გთავაზობთ სურათებს და ვიდეოს აღნიშნულ ავტომანქანაზე და მის მფლობელზე.