32 წლის კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა. უკვე მეორედ. პირველად ეს მან გასული წლის ზამთარში გააკეთა, თუმცა, მოგვიანებით, ეტოო ნაკრებში დაბრუნდა.
ფრანგული პრესის ცნობით, ლიბიასთან გამართული მატჩის შემდეგ, ეტოომ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ეს მის მიერ ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული ბოლო თამაში იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეტოოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ფოლკერ ფინკესთან კონფლიქტია. ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი მომხდართან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: “სამუელ ეტოო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ის მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრებს. სამუელი ერთადერთია, რომელსაც მომხდარის ახსნა შეუძლია.”
სამუელ ეტოო კამერუნის ნაკრებში 1997 წლიდან თამაშობდა. ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 112 მატჩში მას 55 გოლი აქვს გატანილი.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge