სხვა მისტიკური ულამაზესი ხვრელები დედამიწაზე 2013, 6 სექტემბერი, 14:51 ჩვენს პლანეტას მრავალი უცნაურობა ახასიათებს, მათ შორის მისტიკური ადგილებიც მრავლადაა. ყველასთვის ცნობილია კურსკის მაგნიტური ანომალია, ბერმუდის სამკუთხედი, ჩრდილოეთის ციალი, ... ამ ჯერჯერობით აუხსნელი ფაქტებისა და ადგილების სიაში შედის მისტიკური ხვრელებიც. არაა ცნობილი ამ "ვერტიკალური მღვიმეების" ზუსტი რაოდენობა. ახლა შემოგთავაზებთ ამ უცნაური ხვრელების ულამაზეს ფოტოებს მცირე აღწერით.
ულამაზესი გიგანტური ზომის ლურჯი ხვრელი ბელიზის ბარიერულ რიფთან. მიწისქვეშა გვირაბი ომანში, რომელიც ზღვასთანაა დაკავშირებული. მასში დაგროვილი წვიმის წყალი ერევა ზღვის წყალს. გვირაბის სიგრძე 500 მეტრია. Dean-ის ლურჯი ხვრელი ბაჰამის კუნძულებთან, რომლის სიღრმე 220 მეტრია. წითელი ტბა, რომლის სიღრმე 241 მეტრია და მდებარეობს ხორვატიაში. ფერადი ხვრელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. სურვილის შემთხვევაში, შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ხვრელების ათეულს. 143 8-ს მოსწონს
|