x
image
worldsport.ge
“ინტერს” ახალი ინვესტორი ეყოლება

imageმილანის “ინტერის” მფლობელმა მასიმო მორატიმ საქვეყნოდ აღიარა, რომ კლუბის პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
Football Italia-ს ცნობით, ინდონეზიელი მაგნატი ერიკ ტოჰირი კლუბის ნაწილის შეძენითაა დაინტერესებული და შეთანხმება 3 სექტემბრამდე უნდა შედგეს.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთმანეთს კარგად გავუგეთ, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც კვლავაც შესათანხმებელია. ეს კლუბის ახალი ისტორიის დასაწყისი იქნება, მაგრამ მასში რაღაც ფორმით მეც მივიღებ მონაწილეობას. მე ინვესტორისგან ვხედავ სურვილს რაღაც ახალის, სერიოზულის შექმნისა, მაგრამ მასში ძველი სახეების მონაწილეობა გამორიცხული სულაც არაა. ჩვენი ურთიერთობა ორი მშობლის ურთიერთობას გავს, რომელთაც საკუთარი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდათ. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას” - განაცხადა მორატიმ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0