სხვა ფენომენალური დაავადების მქონე 10 ადამიანი 2013, 25 აგვისტო, 15:47 1) 8 წლის ბიჭუნა, Pan Xianhang, რომელიც ჩინეთის პროვინცია Wenling-ში ცხოვრობს, დაავადებულია და იგი ცნობილია, როგორც Fish Boy.
2) სერბეთის მოქალაქე, 28 წლის Bojana Danilovic ყველაფერს აღიქვამს უკუღმა. მისი სამუშაო მონიტორიც უკუღმა დგას, კედლებზე საათებიც უკუღმაა ჩამოკიდებული და გაზეთსაც უკუღმა კითხულობს. 3) 27 წლის Hazel Jones-ს ორი საშვილოსნო აქვს. გარდატეხის ასაკში მას უცნაური ტკივილები აწუხებდა, ხოლო 18 წლის ასაკში უცნაური დიაგნოზი დაუსვეს - მას ორი საშვილოსნო აღმოაჩნდა. 4) ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც მკვდრად მიიჩნიეს, ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი სუნთქავდა, ექიმებმა მკვდრად მიიჩნიეს და ამ მდგომარეობას ზომბის მდგომარეობა უწოდეს. იგი ამ მდგომარეობაში 9 წლის წინ აღმოჩნდა. 5) მსოფლიოში მრავალი ადამიანი ოცნებობს წონის დაკლებაზე, თუმცა არა 21 წლის Lizzie Velasquez, რომელიც ტეხასის შტატში ცხოვრობს. მან ყოველ 15 წუთში უნდა ჭამოს რათა იცოცხლოს. მას უიშვიათესი დაავადება აქვს, რის გამოც წონაში ვერ იმატებს, იმის მიუხედავად, რომ იგი დღეში 60-ჯერად კვებაზეა. 6) Adam Rainer 1899 წელს დაიბადა გრიცში (ავსტრია). იგი სიმაღლის (1.38 მეტრი) გამო ჯარშიც არ წაიყვანეს. 19 წლის ასაკშიც მისი სიმაღლე 1.43 მეტრი იყო. სამაგიეროდ ფეხის ტერფები ჰქონდა გიგანტური ზომის (ამერიკული ზომით 10). მოულოდნელად 21 წლისამ ფეხის ზომების ზრდასთან ერთად დაჩარებული ტემპით დაიწყო სიმაღლეში ზრდა და თავის 32-ე დაბადების დღეზე იგი 1.47 მეტრიდან 2.18 მეტრამდე გაიზარდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას ლორწოს წარმომქმნელი ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა. 1930 წლიდან ექიმები მის მორჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი მაინც განაგრძობდა სიმაღლეში ზრდას. 1950 წელს იგი გარდაიცვალა 2.34 მეტრი სიმაღლის. იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც კლასიფიცირდებოდა როგორც ჯუჯა და შემდგომში, როგორც გიგანტი. 7) პატარა Hayley Okines-ს უთხრეს, რომ მისი ცხოვრება 13 წლის ასაკის შემდეგ დამთავრდა. მას დაუდგინეს იშვიათი დაავადება - Progeria (ხასიათდება ფიზიკური სინდრომებით, იწვევს ნაადრევ სიბერეს). ასეთი დაავადებების ასაკის მქონე ადამიანები, ძირითადად, გულის შეტევით იხოცებიან 13 წლის ასაკში. მან 14 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი. 8) გოგონა, რომელიც სისხლის ცრემლებით ტირის 20 წლისაა და მას Yaritza Oliva ეწოდება. იგი ქალაქ Purranque-ში (ჩილე) ცხოვრობს. ოფიციალურად მისთვის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, თუმცა ვარაუდობენს, რომ ეს იშვიათი დაავადება, Haemolacria არის. 9) ძმები, Michael Clark, რომელიც 42 წლისაა და Matthew Clark, რომელიც 39 წლისაა 10 წლის ბავშვებივით იქცევიან. მათ უცნაური დაავადება სჭირთ, რომლის გამოც ისინი ბავშვობაში დაბრუნდნენ. ისინი ამ მდგომარეობაში 2007 წლიდან არიან. 10) ქალი, რომელსაც ფრჩხილები თმის ადგილას ეზრდება, არის Shanyna Isom. მისი ეს კოშმარი 2009 წლის სექტემბერში დაიწყო. ყველაფერი კი ალერგიით დაიწყო, რომელიც ასთმის სახით ჩამოუყალიბდა, შემდგომში კი კანის დაავადება განუვითარდა. 2011 წლის აგვისტოში, ბალტიმორში, Johns Hopkins-მა დაადგინა, რომ Shanyna Isom-ის კანის უჯრედები სახეშეცვლილი იყო და 12-ჯერ მეტ ფოლიკულებს წარმოქმნიდ, ა ვიდრე თმის ღერისთვის იყო საჭირო. 471 13-ს მოსწონს
|