x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საბაგირო გზების ქალაქი-ჭიათურა.

საბაგირო გზების ქალაქი–ჭიათურა.
ინტერნეტში ერთერთ უცხოურ საიტზე გადავაწყდი ქართულ ქალაქს– ჭიათურას, რომელიც მეშახტეების ქალაქადაა ცნობილი და ამ ქალაქის უბნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილს საბაგირო გზებით უერთდება.
აქ საბაგირო გზები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გახსნეს და დღემდე მუშაობს. "აეროვაგზალები" ანუ საბაგირო კაბინის მოსაცდელი სადგურებიც ისევე გამოიყურება როგორც საბჭოთა პერიოდში ( შეიძლება უკვე გაუმჯობესებულია, მტკიცებას ვერ დავიწყებ). საბაგირო გზის მოძრაობას ყურადღებიანი ოპერატორები აკონტროლებდნენ, სანამ კაბინაში ორივე მიმართულებით 3–4 ადამიანი არაა მოძრაობა გაჩერებულია.
ერთერთ სადგურზე შეგიძლიათ ნახოთ ლენინისა და სტალინის ქვებით გაკეთებული მოზაიკა.
საბაგირო გზა კვეთს მდინარე ყვირილას, რომელიც შავად მიედინება როცა გადამამუშვებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ. საინტერესოა რომ მგზავრების გადამყვან, ძველი გამოშვების კაბინას სამუხრუჭე სისტემა არა აქვს და კაბინა მოძრაობს ბაგირის იმედად, საბედნიეროდ კატასტროფები არ მომხდარა, თბილისის საბაგიროსაგან განსხვავებით, სადაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის და თანამეგობრობის ქვეყნების მასშტაბით ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდა ამ სახის ტრანსპორტზე–დაიღუპა 20 და დაშავდა 15 ადამიანი.
საბედნიეროდ შედარებით ახალ კაბინებში მუშაობს ავარიული დამუხრუჭების სისტემა და სწორედ ამ სისტემის წყალობით გადარჩა 12 ადამიანი 2008 წელს როცა ავარიულად დაშვებული კაბინა სამუხრუჭე სისტემამ უფსკრულის თავზე გააჩერა. ვინაიდან ჭიათურაში არ ყავდათ შესაბამისი სამაშველო სამსახური, სპეციალისტები თბილისიდან ჩამოიყვანეს და მგზავრებს რამდენიმე საათი ცაში "დაკიდებულებს" მოუწიათ მოცდამ.
საბაგირო გზა ჭიათურაში გაიხსნა 1954 წელს და მას შემდეგ მუშაობს.
იმედია მოგეწონებათ, განსაკუთრებით ჭიათურელ მომხმარებელს რომელიც კარგად იცნობს საკუთარ ქალაქს.
გთავაზობთ სურათების ნაკრებს საბაგირო გზების, სადგურების, ქალაქის ხედებით და ადგილობრივი მოსახლეობის სურათებით.
image











imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















15
642
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
642
  
2013, 4 სექტემბერი, 19:36
მადლობა. კი მართლა ლამაზია, ორჯერ ვარ ნამყოფი.
2013, 4 სექტემბერი, 19:34
კარგი სტატიაა... ლამაზია ზემოდან დანახული ჭიათურა
2013, 22 აგვისტო, 23:18
აი მე კი არ ვარ მაგ საბაგიროებში ნაჯდომი, არადა თითქმის ყოველ ზაფხულს მიწევს მანდ მოხვედრა :)) მომავალ ზაფხულს აუცილებლად ვესტუმრები :D
2013, 22 აგვისტო, 21:43
ძალიან ბევრჯერ წარსულში
2013, 22 აგვისტო, 21:39
აბა "გიკატავიათ" საბაგირო ხაზზე. :D
2013, 22 აგვისტო, 21:31
ჩემი მშობლიური ქალაქი:)))
2013, 22 აგვისტო, 18:49
მზრუნველი მამიკო იქნებოდი :))
2013, 22 აგვისტო, 18:31
მიყვარს ეს ქალაქი
2013, 22 აგვისტო, 18:10
ერთ მხარზე ერთს შევისვამდი და მეორეზე მეორეს, ესეც მაშინ მანქანა თუ არ მეყოლებოდა. :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10