ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი კარლტონ კოული ფრანგული “სენტ-ეტიენის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
მას შემდეგ, რაც “წმინდანებმა” პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაყიდეს, ახალი ფორვარდის ძიებაში არიან და Goal-ის ცნობით, მოცემული მომენტისთვის “მწვანეები” 29 წლის კარლტონ კოულთან მართავენ მოლაპარაკებას.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელს ლონდონის “ვესტ ჰემთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და დღემდე თავისუფალი აგენტია. გარდა კოულისა, “სენტ-ეტიენი” “სოშოს” ექსფორვარდ მოდიბო მაიგაზეც ნადირობს, რომელიც ამჟამად სწორედ “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge