სასიამოვნოა როცა ცნობილი ადამიანი ასეთ სითბოს ავლენს მოყვასისადმი.
2013, 13 აგვისტო, 14:57
ბევრი ამ ქალბატონის ადგილზე "ჯუჯღუნს" დაიწყებდა და ტურნეს შეწყვეტდა. ანასტასია ვოლოჩკოვამ დაიწყო ტურნე მთელი რუსეთის მასშტაბით და მისი გადაწყვეტილებით ტურნე შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყო. თუმცა უნდა ითქვას არ გაუმართლა ქალბატონს, რადგან მისი ბლაგოვეშენსკში ჩასვლა დაემთხვა წყალდიდობას. ქალაქთან მიმდებარე სოფლებში კი წყლის დონემ ორ მეტრს მიაღწია. ანასტასიამ გადაწყვიტა დარჩენილიყო და მხარი დაეჭირა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ მძიმე მომენტში. მან ადგილობრივებთან ერთად შემოიარა დატბორილი სოფლები ტრაქტორის დახმარებით. თითქოს დიდი არაფერი მაგრამ ცნობილი ადამიანის ასეთი მოქცევა სასიამოვნოა. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე სურათსაც ამ სტატიისათვის.