x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ბირთვული იარაღის შესახებ

ირანის ახალმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმაჰასან რუჰანი სამშაბათს კიდევ ერთხელ გამოთქვა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა და სურვილი ბირთვული პროგრამის შესახებ, ვაშინგტონმა კი უნდა ცნოს, რომ პროგრამა არის მშვიდობიანი და არ არსებობს არანაირი საფრთხე.

ჰასან რუჰანმა უპასუხა შეკითხვებს ბირთვულ მოლაპარაკებებზე აშშ-თან. მან განაცხადა, რომ ირანი იმოქმედებს უფრო თავაზიანად, წინდახედულად და კეთილგონივრულად მთელ მსოფლიოსთან მიმართებაში, რაც მსოფლიოს დაარწმუნებს, რომ ირანს სურს მისდიოს საკუთარ უფლებებს.


„ჩვენ არ გვსურს ვინმეს დავემუქროთ, ჩვენ არ გვსურს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა. მათ უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქმედებები არის სრულიად მშვიდობიანი და ლეგალური. ჩვენ გვჭირდება, მოლაპარაკებები მუქარის გარეშე.“- განაცხადა რუჰანმა.


ირანი აგრძელებს მტკიცებას იმისა, რომ ბირთვული პროგრამა სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ფარგლებს არ სცდება. პრეზიდენტი რუჰანი გამოხატავს კეთილგანწყობას აშშ-ის მიმართ:


„თუ მოლაპარაკებები არ გამოიღებს შედეგს, ჩვენ გვაქვს საკუთარი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმა, ასევე ალტერნატიული ზომები, რომელთაც მივიღებთ კიდეც საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, ამჟამად ჩვენი მიზანია დიალოგი და მოლაპარაკებები, რომლებიც უფრო კეთილგონივრულია. “


რუჰნი აცადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია წავა თუ არა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომდევნო თვეში და შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გასვიანი მარიამ გიგაური
თეონა გასვიანი მარიამ გიგაური
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0