x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაკარგულების დაბრუნება 40 წლის შემდეგ.

7 აგვისტოს ვიეტნამის ხელისუფლებამ, ცენტრალური პროვინციის კუანგ ნგაის ჯუნგლებიდან გამოიყვანა 81 წლის მამა ხო ვან ტენი და 41 წლის შვილი ხო ვან ლანგი, რომლებიც 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ჯუნგლებში ხეზე "მოწყობილ" სახლში.
ჯუნგლებში კი ომის გამო დაიმალნენ, რომელიც მძვინვარებდა იმ პერიოდში ვიეტნამში.
ისინი შეამჩნიეს სოფლის მცხოვრებლებმა, როცა საჭიროების გამო მოუწიათ ტყის სიღრმეში შესვლამ. მათ შამჩნიეს ხეზე გაკეთებული სახლი რომელიც ჩიტის უზარმაზარ ბუდეს ჩამოჰგავდა.
ნათესავებმა იცნეს მამა და განაცხადეს: მამა და შვილი 1971 წლის მერე არ გვინახიაო. იმ ღამეს მათ სახლს დაეცა ჭურვი რომელმაც ტანის ცოლი და ორი უფროსი შვილი შეიწირა. მამამ დაავლო ხელი ერთადერთ პატარას და ჯუნგლებში წავიდა ომის საშიშროებისაგან თავის ასარიდებლად. 40 წელზე ოდნავ მეტი ისინი ცხოვრობდნენ საზოგადოებისაგან გარიყულად, მოჰყავდათ ბოსტნეული და ნადირობდნენ ცხოველებზე. მათი საცხოვრებელი ადგილის დათალიერებისას მათმა ნათესავებმა და მაშველებმა დაინახეს ყველა ის ნივთი რომელთა დახმარებითაც უძლებდნენ მარტოობას, შიმშილსა და სიცივეს.
მაშველების თქმით მოხუცს ჯერ კიდევ შეუძლია ისაუბროს ადგილობრივ დიალექტზე, მისმა შვილმა კი სულ რამდენიმე სიტყვა იცის.
ჯუნგლებიდან გამოყვანის მომენტში მოხუცს უკვე არ შეეძლო დიდ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილება და საკაცით გამოიყვანეს. მამა და შვილი გააგზავნეს სამედიცინო გამოკვლევაზე, ხოლო მათ მომავალ ბედს განსაზღრავს ადგილობრივი ადმინისტრაცია.

imageimageimageimageimage


3
215
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
2013, 9 აგვისტო, 19:54
10 ბალიანი სისტემაა?მაგარი სტატიაა.
0 1 3