x
image
worldsport.ge
დიეგო ლოპესი ფეტიშისტია?

imageთუკი ევროპაში რაიმე სახის ჭორი ერთხელ მაინც გავრცელდა, მერე მისმა ობიექტმა სულ ფიცი-მტკიცი რომ დაიწყოს, ამ ამბავთან არაფერი მაკავშირებსო, მას ბევრი მაინც არ დაუჯერებს. ჭორი ის ფენომენია, რომელიც მავანთა გართობას და მავანთა ნერვების მოშლას იწვევს.
ერთ-ერთმა ესპანურმა ეროტიკულმა ჟურნალმა ამასწინათ დაწერა, რომ მადრიდის ”რეალის” გოლკიპერი დიეგო ლოპესი ფეტიშისტური სექსის მოყვარულია და ამაში ხელს მისი ცოლი ირია ოტეროც უწყობს. ჭორის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს ამბავი მათთვის თავად ლოპესის ცოლს გაუმხელია.
ტყავის ეკლიანი ტრუსით შემოსილი და ხელში მათრახმომარჯვებული დიეგო ლოპესისათვის ფაქტზე არავის შეუსწრია და რასაკვირველია, ამ ჭორს ვერავინ დაამტკიცებს. მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელი ამ ჭორმა ისე გააცოფა, რომ გადაწყვიტა, ესპანურ მედიასთან კონტაქტი გაწყვიტოს. მაგრამ უშველის კი ეს გაფუჭებულ საქმეს?!


www.worldsport.ge

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0