ტექნოლოგიური სიახლეები მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი 2013, 25 ივლისი, 21:11 მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, არის შვეიცარული კომპანიის Solar Impulse-ის მორიგი საოცარი ქმნილება. მას ფრენისთის უყენია 4 მძლავრი ელექტრო ძრავა, რომლებიც მუშაობენ მსიგან მიღებულ ენერგიაზე. მზის ენერგიას კი ფრთებზე დამონტაჟებული მზის ბატერიების წყალობით ღებულობს. მისი გამოცდა პირველად 2009 წელს მოხდა. 26 ივნისს მოხდა თვითმფრინავის საჩვენებლად წარდგენა, ხოლო 3 დეკემბერს მისი გამოცდა სამხედრო საჰაერო ბაზაზე მოეწყო მოეწყო. მისი პირველი პილოტი გახლდათ 51 წლის მფრინავი - Bertrand Piccard. იგი 1958 წლის 1 მარტს დაიბადა ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია). 2014 წელს იგეგმება დედამიწის ირგვლივ ფრენა. "ჩვენ გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, თუ რა კარგად მუშაობს ინოვაციური, სუფთა ტექნოლოგიები ბუნებრივ, ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე, რომელიც არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალობად იქცევა" - განაცხადა პროექტის ერთერთმა ხელმძღვანელმა და პილოტმა Bertrand Piccard-მა. ახლა კი, თვითმფრინავის შესახებაც გაგაცნობთ მცირეოდენ ინფორმაციას (ზომებს და შესაძლებლობებს): თვითმფრინავისთვის მაქსიმალური სიმაღლე: 8500მ ტვირთის მაქსიმალური წონა: 1600კგ მაქსიმალური სიჩქარე: 70კმ/სთ ფრენისთვის მინიმალური სიჩქარე: 35კმ/სთ ფრთების შლილი (მანძილი ფრთების ბოლოებს შორის): 63.40მ (დაახლოებით Airbus A380-ის მსგავსად) ფრთების ფართობი: 200მ² თვითმფრინავის სიგრძე: 21.85მ თვითმფრინავის სიმაღლე: 6.40მ 206 6-ს მოსწონს
|