x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% უჭერს მხარს

ევოვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, 3 ათას 200-მდე გამოკითხული ადამიანიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მხარს 70% უჭერს. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ დღეს, კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ უნდა აღუდგეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რესპონდენტთა 87%-ს აქვს, 16% კი ამის შესახებ არაფერი სმენია. რესპონდენტთა 65% არ ეთანხმება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. 13% კი ეს გადაწყვეტიელბა მართებულად მიაჩნია.

NDI-ის კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში", 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. სულ პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა.imageimage

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0