x
image
worldsport.ge
ამისულაშვილი და გრიგალავა ცსკა-სთან დამარცხდნენ

imageრუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურში, სამარული “კრილია სოვეტოვი”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა გამოდიან, მოსკოვში ადგილობრივ ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-8 წუთზე მსაჯმა ცსკა-ს ფეხბურთელი გეორგი შჩენნიკოვი გააძევა. “კრილია” მატჩს მე-13 წუთზე ილია მაქსიმოვის მიერ გატანილი პენალტით იგდებდა. 21-ე წუთზე მოსკოველმა ალან ძაგოევმა პენალტი ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 79-ეზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი - 2:1.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის სტარტზე, დიუსელდორფის “ფორტუნამ” საკუთარ მოედანზე “კოტბუსს” 1:0 მოუგო. ლევან ყენია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, რადგან მცირე ტრავმა აწუხებს.
უკრაინის პრემიერლიგის მე-2 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ” შინ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” ვერ მოუგო – 0:0. ჯაბა ლიპარტია “ზორიას” 18-კაციან განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ზედიზედ ორი მატჩია, თამაში არ უწევს.
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, “ბუიუქშეჰირთან” 1:1 ითამაშა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0