x
image
worldsport.ge
ბლატერი: “ბრაზილია-2014 შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს”

imageფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლად ბრაზილიის დასახელება შეიძლება მცდარი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, თუკი მუნდიალის მიმდინარეობისას ამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართება. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს ბრაზილიაში გამართულ კონფედერაციათა თასის გათამაშებას თან სწორედ საპროტესტო გამოსვლები ახლდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი ტურნირის ორგანიზებისთვის დიდი თანხების დახარჯვას და ცხოვრების კატასტროფულად გაძვირებას აპროტესტებდა.
“ბრაზილია უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა და მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობასაც ულაპარაკოდ იმსახურებს, მაგრამ ტურნირის მაქსიმალურად მშვიდად ჩატარება უნდა უზრუნველყოს. იმედია, ამ ქვეყნის ხელისუფლება და ფეხბურთის ფედერაცია კონფედერაციათა თასის მაგალითს კარგად გაითვალისწინებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფსაც შევხვდები”, – განაცხადა ზეპ ბლატერმა.


ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0