x
HD ხარისხის ხმა
ინტერნეტის განვითარების შედეგად შესაძლებლობა გაჩნდა სტანდარტული სატელეფონო ქსელი ჩანაცვლებული ყოფილიყო VoIP სატელეფონო ქსელით.

VoIP ტექნოლოგიას მრავალი უპირატესობა გააჩნია სტანდარტულ სატელეფონო ქსელთან შედარებით: დაბალი ტარიფი, მართვის გამარტივებული შესაძლებლობები, მობილურობა- VoIP-ით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი.

VoIP ტექნოლოგიის განვითარებისასთან ერთად წარმოიშვა სასაუბრო ხმის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა, რისთვისაც შემუშავებული იქნა HD ხარისხის ხმის სტანდარტი.


მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების
გაერთიანებამ აღნიშნული სტანდარტი 1987 წელს შეიმუშავა, მისი აქტიური დანერგვა სულ რამდენიმე წელია დაიწყო.

დღეს IP-ტელეფონების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ HD ხარისხის ხმით უზრუნველყოფის
მქონე VoIP ტელეფონის მოდელებს.

ისეთი ბრენდები, როგორიცაა CISCO, Polycom, AASTRA ელიტური მოდელის ტელეფონებისათვის იყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ყველაზე შორს წავიდა ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდი -Yealink, რომლის ტელეფონების უკლებლივ ყველა მოდელში გამოყენებულია HD ხარისხის ხმის ტექნოლოგია.

იმისათვის, რომ მიღწეული იქნას HD ხარისხის ხმის ჟღერადობა, საჭიროა რამდენიმე კომპონენტის გაერთიანება.

-ერთ-ერთი კომპონენტი არის VoIP ჩიპსეტი, რომლის მოვალეობაა შემომავალი და გამავალი ხმის დამუშავება. ამ მხრივ აღსანიშნავია ამერიკული კომპანია Texas Instruments-ის ჩიპსეტები. Texas
Instruments ჩიპსეტები გამოირჩევიან ძალიან მაღალი ხარისხით და საიმედოობით, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროდუქტის წარმოებისას. კომპანია მსოფლიოში გამოშვებული ჩიპსეტების თითქმის 40% აწარმოებს. აღნიშნულ ჩიპსეტებს იყენებენ თითქმის
ყველა წამყვანი VoIP ტელეფონის მწარმოებელი კომპანიები.

-მეორე კომპონენტი არის HD ყურმილი და მიკროფონი, რომელთა მისაღებად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. მაგ. ყურმილს ათავსებენ აკუსტიკურ ყუთში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სატელეფონო ხმის ხარისხს.

-შემდეგი და შეიძლება ითქვას მთავარი კომპონენტი გახლავთ HD კოდეკი- მას აგრეთვე ფართოზოლოვან კოდეკს უწოდებენ.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია G.722 კოდეკი.
აღნიშნული კოდეკი უზრუნველყოფს სტანდარტულ სატელეფონო კოდეკზე ორჯერ უფრო ფართო დიაპაზონის ხმის გადაცემას.


სტანდარტული სატელეფონო ტექნოლოგიით ხმის გადასაცემად გამოიყენება 300 ჰც- 3.4კჰც დიაპაზონი, ხოლო HD ხარისხის ხმის შემთხვევაში ეს დიაპაზონი 50 ჰც- 7კჰც-ია.

HD კოდეკი









აღნიშნული დიაპაზონი მიახლოებულია ადამიანის სასაუბრო
ხმის დაიპაზონთან, რის გამოც HD ხარისხის ხმით აღჭურვილი ტელეფონებით საუბრისას ხმას ბუნებრივი ჟღერადობა აქვს, საუბარი ბევრად უფრო კომფორტულია, გარშემო ხმაურის მიუხედავად
საჭირო არ არის ხმის ტონის აწევა, იქმნება არა სატელეფონო, არამედ ორ ადამიანს შორის პირისპირ საუბრის შეგრძნება.


სრულყოფილი HD ხარისხის საუბრის განხორციელებისთვის აუცილებელია ყველა მოსაუბრის ტელეფონი და მათი შემაერთებელი სატელეფონო სადგურები უზრუნველყოფდნენ აღნიშნული სტანდარტის მხარდაჭერას.

VoIPტელეფონის მწარმოებლების გარდა HD სტანდარტის
დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ როგორც VoIP, ასევე მობილური ოპერატორები.

კომპანია Orange იყო პირველი მობილურ ოპერატორებს შორის, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში მოლდოვაში თავის მომხმარებლებს შესთავაზა HD ხარისხის ხმა.

2013 წლის ივნისის მონაცემებით 54 ქვეყანაში 73 მობილური ოპერატორი სთავაზობს მომხმარებელს HD ხარისხის ხმას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რამდენიმე წელიწადში აღნიშნული სტანდარტი სრულად ჩანაცვლებს დღეისათვის არსებულ სატელეფონო ხმის გადაცემის სტანდარტს.

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ HD ხარისხის და სტანდარტული სატელეფონო ხმის ჩანაწერებს.



0
127
7-ს მოსწონს
ავტორი:intellcom
intellcom
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0