x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137622
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
22 წლის გმირი გოგონა,რომელმაც 2.5 ტონიანი მანქანა აწია მამამისის გადასარჩენად

image22 წლის გოგონამ ბოსტონიდან, საკუთარი მამა გადაარჩინა 2, 5 ტონიანი მანქანის აწევით. მამა მანქანის რემონტით იყო
დაკავებული, როდესაც მოულოდნელად გადატრიალდა და ზედ დაეცა.
image
ადამ სიმონსი შვილს მანქანის მუხრუჭებს ურემონტებდა, როდესაც მანქანა გადატრიალდა და პირდაპირ ფეხზე დაეცა.
ამ დროს მისი ქალიშვილი რეიჩელ სიმონსი სახლში იმყოფებოდა. როგორც კი ყვირილის ხმა გაიგო მაშინვე საშველად გაიქცა.
რეიჩელმა მოახერხა 2, 5 ტონიანი მანქანის იმ სიმაღლეზე აწევა, რომ მამამისს ფეხი გაეთავისუფლებინა.
image

" მე ჩემი შვილის მანქანას ვარემონტებდი, როდესაც მოულოდნელად ის გადატრიალდა და ფეხზე დამეცა. ძალიან მტკივნეული იყო,
მე ვყვიროდი და საშველად ვეძახდი ვინმეს. " განაცხადა ადამ სიმონსმა CBS Boston- ის ჟურნალისტთან.
image

რეიჩელის თქმით, მან ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა მომხდარი და წარმოდგენაც კი არ აქვს როგორ შეძლო უზარმაზარი მანქანის აწევა.

"მე შევძელი მანქანის იმ სიმაღლეზე აწევა, რომ ფეხის გათავისუფლება შესაძლებელი ყოფილიყო. ჩემი ორგანიზმი სავსე იყო ადრენალინით,
არც კი ვიცი იგივეს გამეორებას ოდესმე თუ შევძლებ."

ამ ყველაფრის შემდეგ გოგონამ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ადამ სიმონსი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა მხოლოდ უმნიშვნელო
დაზიანებები აღმოუჩინეს, რამოდენიმე ნაკაწრი და ჩალურჯება. ექიმების თქმით, ადამს მეტი დრო რომ გაეტარებინა მანქანის ქვეშ, დაზიანებებიც
ბევრად საშიში და სერიოზული იქნებოდა.
image


"ის ჩემი გმირია. არ ვიცი რა მოხდებოდა ის ახლოს რომ არ ყოფილიყო და ყველაფერი რით დასრულდებოდა მას რომ არ გადავერჩინე." განაცხადა ადამმა.image

2
135
6-ს მოსწონს
ავტორი:Dinozo
Dinozo
135
  
2013, 22 ივლისი, 15:36
დიდი სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს
2013, 16 ივლისი, 22:37
ჯანიანი გოგო ყოფილა
0 1 2